აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით,
საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს. კომუნალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული
საერთაშორისო სატენდერო პაკეტები დღეს გაიხსნა.
მიმდინარე საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოწყობა მოხდება
შემდეგ დაბებსა და სოფლებში:
ხულოს მუნიციპალიტეტი: დაბა ხულო, ოქრუაშვილები, დუაძეები, ქვემო ვაშლოვანი, დიოკნისი,
დეკანაშვილები, ზემო დეკანაშვილები, განახლება, ძირკვაძეები, თხილაძირი, გურძაული და ძმაგულა.
შუახევის მუნიციპალიტეტი: დაბა შუახევი, გომარდული, სხეფი, სხეფელა, ღორექეთი, თერნალი, წანკალაური,
ვარჯანაული, ჭალა, წყაროთა, ბრილი, ზემო ხევი, ბარათაული, ჟანივრი, კვიახიძეები, გოგაძეები და
ტბეთი.
ქედის მუნიციპალიტეტი: დაბა ქედა, ტიბეთა, ვაიო, აქუცა, მილისი, უჩხითი, ქოსოფელი და არსენაული.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: ერგე, ჯოჭო, კირნათი და კობალეთი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს დასახლება, ოჩხამური, ცეცხალური, ჯიხანჯური
და ჩაქვისთავი.
ტენდერი საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი სატენდერო პროცედურების და KfW ბანკის შესყიდვების
მეთოდური საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიმდინარეობს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის შედეგად, აჭარის მასშტაბით 30 000-მდე
პირი თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგლებს.
აჭარაში პროგრამა გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს
ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი 59,5 მილიონ ევროს შეადგენს.